|
2025-08-15 11:39:13, 3421 ნახვა
სამართალი
სასამართლომ თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
თედო აბრამოვი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა უდანაშაულოდ ცნო. განაჩენი 15 აგვისტოს, 11:17 წუთზე გამოცხადდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული 22 წლის აბრამოვი 8 თვე იყო ციხეში, წინასწარ პატიმრობაში. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში მას 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა. "მოსამართლე რას ამბობდა, არ მესმოდა, ხალხის ხმა რომ გავიგე, მერე მივხვდი რომ გამათავისუფლეს. მადლობას გიხდით ყველას, ვინც იქ იდექით ჩემს გვერდით, ვისთან ერთადაც ვსაუბრობდით და ვმსჯელობდით, რა შეიძლება მომხდარიყო, როგორ შეიძლება შევცვალოთ ვითარება ამ ქვეყანაში, სასწრაფოდ არის გამოსასწორებელი [ვითარება]. ჩვენს გარდა იქით, შიგნით არიან ათობით, ასობით და ათასობით დაკეტილი ადამიანები, რომლებიც მოსამართლეებს ყავთ უდანაშაულოდ გამოკეტილი. ჩვენ დაგიხსნით თქვენ. აქ ვინც ხართ, დაიმახსოვრეთ რომ ხართ ერთით მეტი, მეც თქვენთან ერთად ვარ" - თქვა მან სასამართლოს შენობიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან პირველ კომენტარში. "პოლიციელების ჩვენებები არ არის პრეზუმფცია და არ შეიძლება მათი ჩვენებების ერთმნიშვნელოვნად გაზიარება” - თქვა მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე. თედო აბრამოვის საქმეში, მისი ადვოკატის შეფასებით, არ არსებობდა არანაირი ნეიტრალური მტკიცებულება და ბრალდება სრულად პოლიციელების ჩვენებს ეფუძნებოდა.
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)