|
2025-08-15 10:41:17, 1964 ნახვა
ეკონომიკა
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
თიბისის კამპანიის - „გაატარე ზაფხული შენებურად“ ფარგლებში, საზღვარგარეთ მოგზაურობის შესაძლებლობა პირველმა მარიამ ბეგიაშვილმა მოიპოვა. მალე, ის დიდი ხნის ოცნებას აისრულებს და საყვარელ ადამიანთან ერთად, ეგზოტიკურ მოგზაურობაში გაემგზავრება. აზია თუ აფრიკა ჯერ არ იცის, თუმცა იმაში დარწმუნებულია, რომ დაუვიწყარი თავგადასავალი ექნება. კამპანიაში ჩართვას და 10 000 ლარიანი სამოგზაურო ბიუჯეტით დასაჩუქრებას თავდაპირველად სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა მოტივაციამ და საოცნებო მიმართულებით მოგზაურობის სურვილმა მიზანმიმართული გეგმა შეამუშავებინა და საბოლოოდ, გამარჯვება მოუტანა. „ ხანდახან დაუჯერებელი ამბების სილამაზე სიმარტივეშია- ახალი თიბისი ბარათის აღების შემდეგ, გადავთვალე ჩემს სახლთან ახლოს მდებარე მაღაზიები, შევადგინე მარაგების შესავსები სია და კამპანიის პირობების გათვალისწინებით, პროდუქტები 10 სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინე. ზუსტად ვიცოდი, სად რა უნდა შემეძინა. პროცესში სკეპტიკური განწყობის მიუხედავად, ვფიქრობდი, თუ არ ვცდიდი, ვერც გავიგებდი საბოლოო შედეგს. ასე აღმოვჩნდი ამ გასაოცარ ამბავში“, - ამბობს მარიამი. მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს ახალი თიბისი ბარათი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათი ან თიბისი კონცეპტ 360, მარიამი უნიკალური შესაძლებლობის გამოყენებას და საგზურის გათამაშების კამპანიაში იღბლის ცდას, უპირობოდ ურჩევს. დრო ჯერ კიდევ არის. კამპანიის- „გაატარე ზაფხული შენებურად“ ფარგლებში, 5 მომხმარებელი, რომელიც 21 ივლისიდან 24 აგვისტოს ჩათვლით, მობაილბანკში აიღებს ახალ თიბისი ბარათს, ახალ თიბისი კონცეპტ ბარათს ან კონცეპტ 360-ს და თიბისის ტერმინალებზე ყველაზე სწრაფად შეასრულებს ნებისმიერი ოდენობის პირველ 10 ტრანზაქციას, თიბისის პარტნიორ ტურისტულ სააგენტოში, მოგზაურობის 10 000 ლარიანი ბიუჯეტით დასაჩუქრდება. რაც მთავარია, სასურველ ტურს თავადვე დაგეგმავს. გადაწყვეტს- სად, როგორ და ვისთან ერთად გაემგზავრება. გაატარე ზაფხული შენებურად — დაგეგმე შენი მოგზაურობა ისე, როგორც თავად გსურს. აიღე ბარათი მობაილბანკიდან სულ რაღაც 30 წამში. შეთავაზების შესახებ დამატებითი დეტალები და აუცილებელი პირობები იხილეთ ბმულზე. ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)