|
2025-07-29 19:18:20, 5325 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი- კორუფცია ღალატად უნდა ჩაითვალოს
კორუფცია უნდა განიხილებოდეს ღალატის დონეზე - რა სახელიც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, რა წარმომავლობაც არ უნდა ჰქონდეს, სამშობლოსადმი ღალატის ის დონე, რასაც მასშტაბური კორუფციის ხელშეწყობა და მასში მონაწილეობა ჰქვია, დაუსჯელი არ დარჩება! - აღნიშნული განცხადება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა. ამ კონტექსტში, ვოლსკიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც გვარს და არც თანამდებობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ეს სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება. „რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის დაკავება და დაპატიმრება თავისთავად არ არის მიზანი. კორუფცია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის, არის საკითხი, რომელიც ქვეყანას ანგრევს. კორუფცია უნდა განიხილებოდეს ღალატის დონეზე და ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა, მიუხედავად მისი გვარისა, წარმომავლობისა ან პოლიტიკური გუნდის წევრისა. ოპოზიციაში ეს პასუხისმგებლობა კლანებს შორის დაპირისპირებაში გამოიხატება. ეს არ არის კლანებს შორის დაპირისპირება, არამედ სახელმწიფოს ინტერესებსა და იმას შორის დაპირისპირებაა, რასაც კორუფცია ჰქვია. აქ სხვა არაფერია. რაც არ უნდა გვარი იყოს ადამიანი, რაც არ უნდა წარმომავლობა ჰქონდეს, სამშობლოს ღალატის ის დონე, რასაც მასშტაბური კორუფციის ხელშეწყობა და მასში მონაწილეობა ჰქვია, დაუსჯელი არ დარჩება! შეხედეთ რეიტინგებს - კორუფციასთან ბრძოლაში საქართველო ბევრს უსწრებს, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებსაც“, - თქვა ვოლსკიმ. ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა საკითხი ეხებოდეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის გარემოცვის წარმომადგენლების პასუხისმგებლობას და რომ ამ თვალსაზრისით გამოიძიება თავად ყოფილი მინისტრისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პასუხისმგებლობა, ვოლსკიმ განაცხადა, რომ „არავინ დარჩება ყურადღების გარეშე“. „მე გამომძიებელი არ ვარ, მაგრამ კლასიკა მოითხოვს, რომ ყველაფერი შეფასდეს. ბუნებრივია, არავინ დარჩება ყურადღების გარეშე, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებული კითხვები, სახელების წინა პლანზე წამოწევა, რა თქმა უნდა, გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. ეს არ არის რაიმე სახის ბოროტი გეგმა - ეს ჩვეულებრივი ამბავია და კრიტიკულმა მედიამ ზუსტად ეს უნდა თქვას, მაგრამ ამის უკან გარკვეული აზრი და გეგმა დგას, რათა მთავრობაში უნდობლობა შეიქმნას. ჩვენთვის არცერთ სახელს, არცერთ თანამდებობას არ აქვს მნიშვნელობა, თუ ის სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება. ზოგადად, არაფრის გამორიცხვა შეუძლებელია! პირადად მე გამოვრიცხავ იმის შესაძლებლობას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი რაიმე ცუდ საქმეში იყოს ჩართული, თუმცა ჩემი გამორიცხვა არ ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით გამოძიება უნდა შეჩერდეს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)