|
2016-03-21 14:34:46, 563 ნახვა
საზოგადოება
მუნიციპალიტეტებს კომპიუტერული ტექნიკა გადაეცა
ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის პროექტის ხელშეწყობის მიზნით, ცხრა საპილოტე მუნიციპალიტეტს დამატებით 58 მრავალფუნქიური პრინტერი გადაეცა. იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო - ახორციელებს პროექტს, სახელწოდებით „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში". სააგენტოს ცნობით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში შერჩეულია ცხრა საპილოტე მუნიციპალიტეტი (მცხეთა, ახმეტა, ხაშური, ქარელი, ხობი, ყვარელი, ქალაქი გორი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ), სადაც საქმისწარმოების ელექტრონული სისტემების დასანერგად საჭირო სხვადასხვა აქტივობები მიმდინარეობს. პროექტის რეალიზების შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობებში ყველაზე მოთხოვნადი მუნიციპალური სერვისები ელექტრონული ფორმატით გაიცემა. აღნიშნული სისტემების დანერგვის შედეგად, გაწეულ მომსახურებაზე კონტროლი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, მომსახურების მიღების ვადები შემცირდება და გადაწყვეტილების მიღების პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდება. აღნიშნული აქტივობა ხორციელდება პროექტის - „საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზით" - ფინანსური მხარდაჭერით და ცხრავე საპილოტე მუნიციპალიტეტს ჯამში 155 კომპიუტერი და 78 პრინტერი გადაეცემა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)