|
2025-07-04 21:13:23, 1568 ნახვა
ეკონომიკა
წარმატება გზაშია - მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. საუკეთესო 15 კომპანია, 5 ნომინაციაში გამოვლინდა და მათ ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ჯილდოები გადაეცათ. ღონისძიება „რადიო ქალაქში“ გაიმართა და მას 600-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა. ღონისძიებაზე, სპეციალურად პროექტისთვის შერჩეულმა ჟიურიმ, რეკორდული რაოდენობის მონაწილე 443 ბიზნესიდან, საუკეთესოები დაასახელა შემდეგ ნომინაციებში: 1.საუკეთესო პროდუქტი
2.საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი
3.გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა
4.გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში
5. საუკეთესო ფრილანსერი
გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა სასტუმრო Le Méridien Batumi-ს, რომელიც სისტემურად ახორციელებს ინკლუზიურ აქტივობებს ქალთა გაძლიერების კუთხით მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის სპეციალური ჯილდო კი ვინტაჟური ტანსაცმლის მაღაზია, Vintylator ვინტილატორი-ს გადაეცა, რომელიც გარემოს დაცვითი აქტივობებისა და მდგრადი მოხმარების პოპულარიზაციას ეწევა ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულებისთვის სხვადასხვა პრიზია დაწესებული. თითოეულ მათგანს შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე, თავად შეარჩიოს ჯილდოდან ერთ-ერთი, მათ შორის: ახალი ვებ-გვერდის შექმნა, ბრენდინგი, საკომუნიკაციო მხარდაჭერა და სხვა. ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორია - Visa. მხარდამჭერები - აჭარა ჯგუფი, Tegeta Business. მედიამხარდამჭერები: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia.
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)