|
2016-03-18 15:32:05, 3770 ნახვა
კულტურა
რიგის კულტურის სასახლის საკონცერტო დარბაზი ჯგუფ "ირიაოს" უმასპინძლებს
ლატვიის დედაქალაქის კულტურის სასახლის საკონცერტო დარბაზი "ზიმელბლაზმა" 23 მარტს ქართულ ჯგუფ "ირიაო"-ს უმასპინძლებს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრიდან აცნობეს. "ირიაო“-ში 7 წევრია: დავით მალაზონია - ჯგუფის ლიდერი და ყველა კომპოზიციის ავტორი, დრამერი ლევან აბშილავა, ბასისტი შალვა ღელეყვა, ქართულ ხალხურ საკრავებზე შესრულების ოსტატი ნუგზარ ქავთარაძე და ვოკალისტები: გაგა აბაშიძე, მიშო ჯავახიშვილი და ბუბა მურღულია. პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და რიგის მერიის ერთობლივი მხარდაჭერითა და ორგანიზებით. თბილისსა და რიგას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 2007 წლის 3 აპრილს გაფორმდა. იგი საზოგადოებრივი ცხოვრების, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროებში ქალაქებს შორის ურთიერთობების წახალისებას და ერთობლივ პროგრამებში მონაწილეობას ითვალისწინებს. ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ პერიოდში ქალაქებმა ერთმანეთის გამოცდილების გაზიარების მიზნით და კავშირების გასაღრმავებლად რამდენჯერმე გაცვალეს დელეგაციები. ბოლო წლებში, სხვადასხვა დროს თბილისს სტუმრომდნენ რიგის დუმის იურიდიული, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობების, განათლების, კულტურისა და სპორტის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სხვა სამსახურების წარმომადგენლები. ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ პერიოდში ქალაქებმა ერთმანეთის გამოცდილების გაზიარების მიზნით და კავშირების გასაღრმავებლად რამდენჯერმე გაცვალეს დელეგაციები. ბოლო წლებში, სხვადასხვა დროს თბილისს სტუმრომდნენ რიგის დუმის იურიდიული, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობების, განათლების, კულტურისა და სპორტის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სხვა სამსახურების წარმომადგენლები. 2011 წლის მაისში თბილისის მერიამ ქ. რიგას საჩუქრად გადასცა შოთა რუსთაველი მემორიალური დაფა, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი საზოგადოებრივი შენობის კედელზე განთავსდა.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)