02:17 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-14 13:34:03, 997 ნახვა

სამართალი
დავით მათიკაშვილისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისთვის ალექსანდრე სამხარაძეს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრისთვის, დავით მათიკაშვილისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ალექსანდრე სამხარაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, ის სამართალდამცავებმა დღეს დილით, სახლთან დააკავეს.

სამხარაძეს სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის სახით 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ის ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

მოქალაქის დაკავებას ადასტურებენ და მიზეზებს განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიმდინარე წლის 13 ივნისს, ალექსანდრე სამხარაძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა.

ალექსანდრე სამხარაძემ თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას. შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ის დააკავეს.

ალექსანდრე სამხარაძე გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში, ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების მიზნით“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics