|
2025-06-09 15:05:53, 867 ნახვა
სამართალი
მზია ამაღლობელი - სტიკერის გაკვრა დანაშაული არ არის!
თავი სამართალდამრღვევად არ მიმაჩნია, იმიტომ, რომ სტიკერის გაკვრა დანაშაული არ არის! - ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სხდომა მიმდინარეობს. როგორც ამაღლობელმა აღნიშნა. სტიკერის გაკვრა იყო სოლიდარობის და პროტესტის გამოხატვა აქციის იმ მონაწილეების მიმართ, როლებიც უკანონოდ დააკავეს. „არ ვიცი სამართალში პრაქტიკაში როგორაა, მაგრამ ერთ შემთხვევაზე, სტიკერის გაკვრაზე, მეორედ რომ მასამართლებენ, ეს უსამართლოდ მიმაჩნია და მინდა იცოდეთ. შეურაცხმყოფლად მიმაჩნია ასევე ის, რომ იერსახის დამახინჯებას მედავებიან. იმ ქალაქში, სადაც ვცხოვრობდი, ბათუმში, ადმინისტრაციაში ჩემი ხელმოწერით არაერთი განცხადებაა შეტანილი და ნებართვაც მაქვს მოპოვებული, როცა ვიცოდი, რომ რაღაცისთვის ნებართვის მოპოვება მჭირდებოდა. არ მიმაჩნია სამართალდამრღვევად თავი, იმიტომ, რომ სტიკერის გაკვრა დანაშაული არ არის და მით უფრო, ჩემს შემთხვევაში. „იფიცება საქართველო“ ძალიან კეთილშობილური მესიჯია. ეს სტიკერის გაკვრა იყო სოლიდარობის და პროტესტის გამოხატვა აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც უკანონოდ დააკავეს. სტიკერი გავაკარი და ეს იყო გამოხატვა, სოლიდარობის და პროტესტის ფორმა“,- განაცხადა მზია ამაღლობელმა. ცნობისთვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე 11 იანვარს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციის მსვლელობისას სტიკერის გაკვრის ფაქტს უკავშირდება.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)