04:33 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-31 12:27:09, 1360 ნახვა

სამართალი
რომში ე.წ კანონიერი ქურდი მინდია ლავასოღლი დააკავეს

ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, რომელიც 2023 წლის სექტემბრიდან საერთაშორისო ძებნის ქვეშ იმყოფებოდა, რომში, ჩამპინოს აეროპორტში დააკავეს - ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს. 

ირკვევა, რომ "ლავასოღლი" იტალიის პოლიციის მობილურმა რაზმმა 22 მაისს გერმანული სანომრე ნიშნის მქონე მანქანაში ჩაჯდომისას დააკავა.

ინფორმაციის თანახმად, მინდია გორაძეს კრიმინალური გაერთიანების წევრობას და გადასახადებისგან თავის არიდებას ედავებიან.

"კანონიერი ქურდი" რეჯინა კოელის ციხეშია გადაყვანილი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2023 წლის თე­ბერ­ვალ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ალ­ბა­ნე­თის დე­და­ქა­ლაქ ტი­რა­ნა­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნი­ლი, 42 წლის ქარ­თვე­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" ლა­ვა­ს­ოღ­ლი და­ა­კა­ვეს. ლა­ვა­ს­ოღ­ლი ტი­რა­ნა­ში უკ­რა­ი­ნე­ლი მო­ქა­ლა­ქის ყალ­ბი პას­პორ­ტით სხვა სა­ხე­ლი­თა და გვა­რით ცხოვ­რობ­და. ლა­ვა­ს­ოღ­ლი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი გახ­ლდათ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში, სა­კუთ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი­სა და ია­რა­ღის უნე­ბარ­თვოდ შე­ნახ­ვა­ში, თუმ­ცა რო­გორც ჩანს, მა­შინ გი­სო­სებს თავი და­აღ­წია.

მინ­დია გო­რა­ძეს 2016 წელს ქარ­თულ­მა სა­სა­მარ­თლომ ჯგუ­ფუ­რი ყა­ჩა­ღო­ბის­თვის, ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის­თვი­სა და ძა­ლა­დო­ბის­თვის 12 წელი შე­უ­ფარ­და, თუმ­ცა მა­შინ სა­სა­მარ­თლომ საქ­მის გან­ხილ­ვა 9-თვი­ან ვა­და­ში ვერ და­ას­რუ­ლა და ლა­ვა­ს­ოღ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­უ­წი­ათ. მან სა­ქარ­თვე­ლო მა­ლე­ვე და­ტო­ვა და თურ­ქეთ­ში გა­და­ვი­და.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics