|
2025-05-19 13:54:50, 823 ნახვა
სამართალი
ბადრი ჯაფარიძის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ მიიღო. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. მოსამართლემ ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შვანგირაძემ ასევე არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა დასაკითხ პირთა სიაში პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარისა და მისი წევრების დამატებასთან დაკავშირებით. თუმცა, მოსამართლემ საქმეს მტკიცებულების სახით დაურთო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნები, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არჩევნებთან დაკავშირებითაა დაწერილი. ამასთან, სხდომაზე დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობაც დააყენა, თუმცა, შვანგირაძემ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რაც მან დადგენილ ვადაში გადაიხადა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)