|
2025-05-12 16:44:55, 1118 ნახვა
საზოგადოება
TV პირველი - ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილს თავისა და თვალის არეში ძლიერი ტკივილი აღენიშნება
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი, რომელსაც, არხის ცნობით, ყოფილი ვიცე გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის მამამ სახეში მუშტი ჩაარტყა, კლინიკაში გადაჰყავთ. ტელეკომპანიის განმარტებით, მარიამ მაკასარაშვილს თავისა და თვალის არეში ძლიერი ტკივილი, ასევე წვა აღენიშნება. „ბუნებრივია, მასთან არსებობდა კითხვები და სწორედ ამ კითხვების დასასმელად მოვედით მის საცხოვრებელ სახლში, სადაც იმყოფებოდნენ გიორგი შინჯიკაშვილის ოჯახის წევრები. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია შინჯიკაშვილის მამასთან და ინტერვიუ ჩავწერეთ. მამამ თქვა, რომ რამდენიმე წამის წინ გაიგო ინფორმაცია, რომ მისმა შვილმა დატოვა თანამდებობა. როდესაც ჩვენ ვტოვებდით მიმდებარე ტერიტორიას და ვიღებდით მასალას, გიორგი შინჯიკაშვილის მამა მოულოდნელად აგრესიული გახდა ჩემი და ჩემი ოპერატორის მიმართ. ის ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდა, თავდაპირველად, ჩემს ოპერატორს ტელევიზიის კუთვნილი აპარატურა, კამერა წაართვა, რომლითაც ამ ინტერვიუს ვიღებდით. ამის შემდეგ, როდესაც დამინახა, რომ ოპერატორის გვერდით ვიდექი და ხელში ჩემი კუთვნილი მობილური მეჭირა, ეს მობილურიც გამომართვა და გადავიდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, გიორგი შინჯიკაშვილის მამამ ხელიც კი გამარტყა“,- აცხადებს მარიამ მაკასარაშვილი. ჟურნალისტის თქმით, მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინეს. მარიამ მაკასარაშვილი აცხადებს, რომ სახეზე დაზიანებები აღენიშნება. „სახეზე დაზიანებები მაქვს მეც და ჩემს ოპერატორსაც. კამერაც დაზიანებულია, მოტეხილი აქვს გარკვეული ნაწილი“, - აღნიშნავს ჟურნალისტი. ცნობისთვის, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულის შესახებ შინჯიკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. როგორც ის აღნიშნავს, თანამდებობიდან საკუთარი გადაწყვეტილებით გადადგა.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)