|
2025-05-08 15:28:04, 988 ნახვა
სამართალი
ანდრო ჭიჭინაძე მოწმე პოლიციელზე - გული მწყდება ადამიანზე, დაზიანდა და მხედველობა დაკარგა - ჩვენ არავინ დაგვიზიანებია
ადამიანურად გული მწყდება ადამიანზე, დაზიანდა და მხედველობა დაკარგა, აქეთ, მეორე მხარეს ჩვენ ვართ, თითქოს წვლილი მიგვიძღვის ამაში, - ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც დაზარალებულ დეტექტივს, გიორგი ზაბახიძეს კითხავენ. მოწმემ პოლიციელმა ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მან აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ქვით ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. ბრალდებულები აცხადებენ, რომ მათ აღნიშნული პირის დაზიანებასთან შემხებლობა არ ჰქონიათ. „არავინ ჩვენ არ დაგვიზიანებია.... მგონია, რომ ეს ადამიანიც შეყვანილია შეცდომაში. არც ამ ადამიანებთან და არც დანარჩენებთან, რომლებიც შემოვლენ, შემხებლობა არ გვქონია. სასამართლოს არ უნდა დაეშვა ეს ადამიანები, ჩვენ ამ ადამიანების დაზიანებასთან შემხებლობა არ გვქონია და სასამართლოს შეცდომაა. ადამიანურად გული მწყდება ადამიანზე, დაზიანდა და მხედველობა დაკარგა, აქეთ, მეორე მხარეს ჩვენ ვართ, თითქოს წვლილი მიგვიძღვის ამაში",- განაცხადა ჭიჭინაძემ, რასთან დაკავშირებითაც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლოში სწორედ "იმისთვის არიან, რომ ეს საკითხები გამოიკვლიონ". პოლიციელს კითხვით მიმართა ბრალდებულმა რევაზ კიკნაძემ. მან ზაბახიძეს ჰკითხა, გამორიცხავს თუ არა იმ ფაქტს, რომ მას სპეცრაზმელის მხრიდან ნასროლი ნივთი მოხვდა? აღნიშნულს პოლიციელმა უარყოფითი პასუხი გასცა. „მე როცა იქ ვიყავი, სპეცრაზმი იქ საერთოდ არ იყო მობილიზებული, შესაბამისად, ვერ მომხვდებოდა“,- განაცხადა ზაბახიძემ. მას კიკნაძემ ასევე ჰკითხა, დაინახა თუ არა, რომ ვინმე კონკრეტული პირი ცდილობდა პარლამენტში შეჭრას. „მე რომელ ქუჩაზეც ვიყავი, ჭიჭინაძეზე, მომიტინგეებს საშუალება არ მივეცით, რომ პარლამენტში შესულიყვნენ. კონკრეტული პიროვნება არა, ხალხის მასა გვაწვებოდა”,- განაცხადა ზაბახიძემ, რაზეც ბრალდებულმა მას კვლავ კითხვით მიმართა, ეს "მისი ვარაუდია, თუ ფაქტი“. „ფაქტად ვიცოდი",- უპასუხა პოლიციელმა. ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა. დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)