|
2025-05-06 19:43:44, 1077 ნახვა
საზოგადოება
მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2000 ლარს მიიღებენ
მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით - 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1000 ლარს მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ფინანსური დახმარება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებსა და ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებს გადაეცემათ. „განკარგულების თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისათვის ფულადი დახმარების გაცემის მიზნით შესაბამისი სახსრების გამოყოფას თბილისის მერია უზრუნველყოფს. განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა”, - აღინიშნება ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)