10:23 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 22:53:23, 637 ნახვა

სამართალი
ალასანია: მაშინდელ შს მინისტრსა და პრემიერს არ ქონდათ მონდომება, საქმე ბოლომდე მიეყვანათ

"მაშინდელ შს მინისტრსა და პრემიერს არ ქონდათ მონდომება, საქმე ბოლომდე მიეყვანათ" - ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

ალასანია პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების არგანადგურებაში ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს ადანაშაულებს.

"არ მგონია, საქმე გვქონოდა არაპროფესიონალიზმთან. ის სტრუქტურები, რომელიც უნდა ყოფილიყვნენ დაინტერესებული და პასუხისმგებელი ამ ვიდეოების განადგურებაზე, ბოლომდე ვერ მიიყვანეს ეს საქმე, უბრალოდ არ იყო მონდომება შესაბამისი. ვსაუბრობ იმდროინდელ შს მინისტრსა და პრემიერ-მინისტრზე," - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი იქვე აცხადებს, რომ მას არა აქვს კონკრეტული დასაბუთება, თუმცა დღემდე აქვს კითხვები და ეჭვები არსებული თემაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics