10:23 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 22:18:50, 760 ნახვა

სამართალი
ირაკლი შოთაძე: პროკურატურაში გადმოგზავნილ ფაილებში პირადი ხასიათის ინტიმური ჩანაწერები არ შედიოდა

"პროკურატურაში გადმოგზავნილ ფაილებში პირადი ხასიათის ინტიმური ჩანაწერები არ შედიოდა" - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

შოთაძის თქმით, აღნიშნულ ფაილებზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

"პირადი ხასიათის ინტიმური ჩანაწერები ამ ფაილებში არ შედიოდა. ჩვენთან გადმოიგზავნა სხვა ხასიათის ჩანაწერები. ამ ფაილებზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. მოცულობიდან გამომდინარე ამ ფაილების ანალიზს, დათვალიერებას და ექსპერტიზას სჭირდებოდა შესაბამისი დრო, თუმცა გამოძიება დასკვნით ეტაპზეა და შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ვაცნობებთ. ეს ის ფაილებია, რომლებიც არ განადგურდა და ჩვენთან გამოიგზავნა", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics