|
2025-04-30 18:28:26, 1013 ნახვა
სამართალი
ლევან სანიკიძე სასამართლომ 5 ათასი ლარით დააჯარიმა
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან სანიკიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ათასი ლარით დააჯარიმა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო. ლევან სანიკიძის განცხადებით, ჯარიმის გადახდას არ აპირებს და რუსთაველის გამზირზე აქციას დღესაც შეუერთდება. „გააერთიანეს ორი საქმე, ორივე არის დაახლოებით ერთნაირი შინაარსის. მედავებიან რუსთაველის გამზირზე დგომას და გადაკეტვას: 30 იანვრის და 1 თებერვლის ორი ეპიზოდია. დღევანდელი გადაწყვეტილებით მათ გააერთიანეს ჯარიმები და 10 ათასი ლარის ნაცვლად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 5 ათასი ლარით დავეჯარიმებინე. მე რა თქმა უნდა, ამ ჯარიმის გადახდას არ ვაპირებ. ვთვლი, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი არ ჩამიდენია. თავად სანქცირებულმა მოსამართლემ ჩაიდინა უსამართლობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანაში დადგება დრო, როცა სასამართლოს ამ შენობაში იქნება სამართალი და რუსთაველის გამზირზე აღარ მოგვიწევს ბრძოლა ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის. დღესაც კვლავინდებურად ვიქნები რუსთაველის გამზირზე და დღევანდელ ეპიზოდზეც ერთი-ორი თვის შემდეგ დამიბარებენ სასამართლოში “, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)