11:46 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 19:09:13, 519 ნახვა

საზოგადოება
განათლების სამინისტროში სტუდენტებთან შეხვედრას ორივე სტუდენტური ჯგუფის სამ-სამი წარმომადგენელი დაესწრება

განათლების სამინისტროში სტუდენტებთან შეხვედრას ორივე სტუდენტური ჯგუფის სამ-სამი წარმომადგენელი, აკადემიური საბჭოს წარმომადგენლები, თავად რექტორი ვლადიმერ პაპავა, მისი მოადგილე და სენატის წარმომადგენელი დაესწრება.

ამის შესახებ ვლადიმერი პაპავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპავა პრემიერ-მინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურა და მას ვითარების შესატყვისი უწოდა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყება თსუ-ს ადმინისტრაციას მიმართავს, შეარჩიოს პარიტეტული პრინციპით ყველა დაინტერესებული ჯგუფის წარმომადგენელი, რათა 20:00 საათზე სამინისტროში შეხვედრა გაიმართოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics