10:23 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 18:35:59, 713 ნახვა

სამართალი
ზურაბ ჯამალაშვილის შვილის თქმით, მამამისს ძალოვან სტრუქტურაში არასოდეს არ უმუშავია

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით, დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილის შვილი ვასილ ჯამალაშვილი აცხადებს, რომ მამამისს ძალავან სტრუქტურაში არასოდეს არ უმუშავია.

როგორც მან „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, მედიის მიერ გავრცელებული ეს ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება.

„ვადასტურებ, რომ დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილი ნამდვილად მამაჩემია. უნდა აღვნიშნო, რომ მამაჩემს ძალოვან სტრუქტურაში არასოდეს არ უმუშავია. ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს მამაჩემი წარსულში კუდ-ის მაღალჩინოსანი იყო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

მამაჩემთან ახლო ურთიერთობა არ მაქვს, ზუსტი დეტალები არ ვიცი, მაგრამ ძალოვან სტრუქტურებში რომ არასოდეს არ უმუშავია ეს დანამდვილებით ვიცი“, - განაცხადა ვასილ ჯამალაშვილმა.   

შეგახსენებთ, დღეს დილით მთავარმა პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა. დაკავებულები კუდ-ის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხაკაძე არიან. როგორც უწყებაში განმარტეს აღნიშნული პირები, ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიან დაკავებულები და არა ინტერნეტში მასალის ატვირთვისთვის

ცნობისთვის, ვასილ ჯამალაშვილი 2012 წელს კიბერდანაშაულთან დაკავშირებით იყო დაკავებული, მაშინ ის 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics