|
2016-03-15 16:01:59, 588 ნახვა
საზოგადოება
ანა დოლიძემ კავკასიის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ კავკასიის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლექციის - „ლიდერობა საჯარო სფეროში“ ფარგლებში ანა დოლიძე სტუდენტებს ლიდერობისთვის აუცილებელ თვისებებზე ესაუბრა და, სახელმწიფოში, განსაკუთრებით კი, განვითარებად სახელმწიფოებში ლიდერის, პიროვნების როლზე გაამახვილა ყურადღება. „დღევანდელი ლექციის თემა ლიდერობაა. კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა არის ადგილი, სადაც იზრდებიან და გაიზრდებიან ჩვენი სახელმწიფოს მომავალი ლიდერები. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, ვაწარმოოთ საზოგადოებრივი დიალოგი, რა არის ლიდერობა, როგორია ადამიანი, რომელიც არის ლიდერი, რა უნარ-ჩვევებს ვანვითარებთ ახალგაზრდებში იმისათვის, რომ ისინი გახდნენ ლიდერები“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ. ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრას კავკასიის სამართლის სკოლის პრეზიდენტი კახა შენგელია და დეკანი ზაზა მარუაშვილი დაესწრნენ. მათ სტუდენტებს სიტყვით მიმართეს და მსგავსი ლექციების მნიშვნელობასა და ანა დოლიძის გამოცდილებაზე ისაუბრეს. შეხვედრა კავკასიის სამართლის სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)