10:24 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 12:56:17, 675 ნახვა

სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 11 მარტს, „სადახლო-საავტომობილო“-სსაბაჟო გამშვებ პუნქტზე ოქროს ნაკეთობების უკანონო შემოტანის მცდელობა გამოავლინეს.

როგორც "ექსპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, სომხეთის მხრიდან შემოსული ავტომობილის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მათ 7555,88 ლარის ღირებულების, საერთო წონით 111,76 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. ავტომობილს მართავდა ყაზახეთის მოქალაქე მ.ზ.

მათივე ინფორმაციით, მსგავსი ფაქტი მოხდა 13 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“. საქართველოს მოქალაქე ნ.რ.ო.-ის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა საერთო წონით 101,2  გრამი, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 5706,68 ლარი.

ორივე შემთხვევაში, მგზავრებს, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა, შესაბამისად, 7555,88 ლარისა და 5706,68 ლარის ოდენობით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics