10:23 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 12:17:18, 738 ნახვა

სამართალი
პროკურატურა: ჯამალაშვილი და ფხალაძე კადრების შენახვა-გავრცელების ფაქტზე არიან ბრალდებულნი და არა ინტერნეტში ატვირთვის ფაქტზე

 „ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხალაძე დაკავებულები არიან ბრალდებულის სახით, პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო კადრების შენახვა-გავრცელების ფაქტზე, და არა მათი ინტერნეტ სივრცეში ატვირთვის ფაქტზე“, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს მთავარი პროკურატურიდან აცნობეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, პროკურატურა დეტალურ ინფორმაციას უახლოეს ხანში გაავრცელებს.

„საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხალაძე დაკავებულები არიან ბრალდებულის სახით, პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო კადრების შენახვა-გავრცელების ფაქტზე, და არა მათი ინტერნეტ სივრცეში ატვირთვის ფაქტზე როგორც ეს მედიასაშუალებებმა გააშუქეს.

მათი დაკავებისა და საქმის გარემოებებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა უახლოეს ხანში დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics