|
2016-03-15 11:11:05, 523 ნახვა
საზოგადოება
საჯარო ბიბილიოთეკების განვითარების მორიგი ეტაპი დაიწყო
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში საჯარო ბიბილიოთეკების განვითარების მეორე ეტაპზე მუშაობა დაიწყო. სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის იუსტიციის სახლში, პროექტის სახელწოდებით „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის - ფაზა II" გახსნის ღონისძიება მოეწყო. შეხვედრაზე პროექტის მიზნებსა და გეგმებზე ისაუბრეს. საჯარო ბიბილიოთეკების განვითარება სერვისების განვითარების სააგენტოს პარტნიორების IREX-ის Beyond Access პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტი 2016 წლის იანვარში და 2017 წლის აპრილში დასრულდება. მიმდინარე პროგრამის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფცია ოთხ ბიბლიოთეკაში დაინერგება, კერძოდ - ბაკურიანში, ფასანაურში, ვალესა და ფოკაში. მოხდება აღნიშნული ბიბლიოთეკების სრული რეაბილიტაცია, ინტერნეტით, ლიტერატურით, ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვა. ამავე პროექტის გარგლებში, ათ ბიბლიოთეკაში (ხიხაძირი, შუახევი, ნიგვზიანი, ლანჩხუთი, საყულია, ფარცხანაყანები, ძეგვი, ქსანი, ახმეტა, წალკა) პორტალ www.my.gov.ge -ს ონლაინ სერვისები დაინერგება. ამისთვის, ბიბლიოთეკებს კომპიუტერები და ID ბარათის წამკითხველები გადაეცემათ. აღსანიშნავია ის, რომ „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის პირველი ფაზის ფარგლებში ოთხი ბიბლიოთეკის განვითარება მოხდა. ძველი ბიბლიოთეკები სრულად განახლდა და ახალი, თანამედროვე ტიპის ელექტრონული ბიბლიოთეკები შეიქმნა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მომხმარებელთა რიცხვი. თუკი ადრე ბიბლიოთეკებში თვეში 20–30 ადამიანი დადიოდა, ამჯამად მათი რიცხვი 500–600-მდე გაიზარდა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)