|
2016-03-14 18:01:59, 681 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ახალი ლოგოს შექმნასთან დაკავშირებით კონკურსს აცხადებს
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ცნობადობის გაზრდისა და ბაღის საქმიანობის საზოგადოების ფართო ფენებისთვის მარტივად მიწოდების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბოტანიკურ ბაღი ახალი ლოგოს შექმნასთან დაკავშირებით კონკურსს აცხადებს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს. „შინაარსობრივად ლოგო უნდა ასახავდეს ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საქმიანობის არსს, იდეასა და სპეციფიკას, სრულად ან ნაწილობრივ უნდა ფიგურირებდეს მწვანე ფერი, უნდა იყოს პოზიტიური, მარტივი, ადვილად აღქმადი და ესთეტიური. სასურველია ბოტანიკური ბაღის აბრევიატურის ან სახელწოდების გამოყენება, თუ იგი ლოგოს ერთიანი აღქმის და კონცეფციის ნაწილი იქნება. ტექნიკური თვალსაზრისით, ლოგო მარტივად უნდა თავსდებოდეს ნებისმიერ საბრენდო პროდუქციაზე. არ უნდა იყოს სხვა ლოგოებს მიმსგავსებული, არ უნდა შეიცავდეს პლაგიატსა და არ იწვევდეს მცდარ ასოციაციებს. თავდაპირველად, მასალა ესკიზების სახით უნდა იყოს წარმოდგენილი შავ-თეთრ და ჭრელ ზედაპირზე JPEG და PNG ფაილის სახით, შემდგომ კი ვექტორულ გრაფიკულ ფორმატში. წარდგენილი მასალა ხდება საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საკუთრება და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბაღის ნებისმიერი მიზნებისათვის. საკონკურსო თანხა შეადგენს 1200 ლარს დღგ-ს გარეშე“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართებზე: https://tenders.procurement.gov.ge/public/lib/files.php?mode=app&file=1623302&code=1456941848 https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=182776&lang=ge
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)