|
2016-03-14 14:33:39, 532 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ის თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი: სტუდენტებს, ერთმანეთს გვაჯახებენ
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტის პაატა ბახტურიძის განცხადებით, მათი მოთხოვნა და პროტესტი უნივერსიტეტის ორად გახლეჩამ გამოიწვია. მისივე თქმით, საპროტესტო აქცია გაგრძელდება იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. „ჩვენი მოთხოვნა და პროტესტი გამოიწვია იმან, რომ უნივერსიტეტი ორად არის გახლეჩილი. ბარიკადებს იქით სტუდენტები რომ დგანან ჩვენზე მიეწოდებათ ცრუ ინფორმაცია, რომ ჩვენ სისხლის მსმელები ვართ. ეს არის ერთი კონკრეტული კლანის დამსახურება, ამიტომ ჩვენ, სტუდენტებს, ერთმანეთს გვაჯახებენ. ჩვენი პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება“, - განაცხადა ბახტურიძემ. ცნობისთვის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის საპროტესტო აქცია სტვენით და შეძახილებთ მიმდინარეობს. შენობაში პოლიციაა მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)