17:41 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-01 21:35:56, 1056 ნახვა

საზოგადოება
მოქალაქე - პატრულის თანამშრომელმა ღრმაღელის მეტროსთან ძაღლს ესროლა

Facebook ჯგუფ "ცხოველთა უფლებების კომიტეტში" ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღრმაღელის მეტროსთან ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მსროლელი კი ამავე ინფორმაციით, პატრულმა დაუშვა, რადგან "თანამშრომელი" აღმოჩნდა:

"ამ წუთებში , თბილისში ღრმაღელის მეტროსთან , ერთმა ნაბი*ვარმა, იარაღი ამოიღო შუა ქუჩაში და ესროლა ძაღლს, მიზეზით რომ ბავშვს დაუყეფა, თვითმხილველები ამბობენ რომ არანაირი აგრესია არ ყოფილა ძაღლისგან ყეფის გარდა, ისიც ზოგიერთი ამბობს რომ არც გაუგონია, მე პირადად ქუჩის მეორე მხარეს ვიდექი და არც მე გამიგონია, ამას კამერები დაადასტურებენ…. ეს ნაგავი, პატრულის მანქანიდან გაუშვეს, როგორც თქვეს, თანამშრომელია… " წერს მოქალაქე და ვიდეოკადრებს ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, ძაღლი კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

"მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ძაღლმა პოლიციელის შვილის მიმართ გამოხატა აგრესია, რის გამოც "პოლიციის მაიორი შეეცადა, მოეგერიებინა".

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, მის მცირეწლოვან შვილებთან ერთად გადაადგილდებოდა გურამიშვილის გამზირზე, რა დროსაც ძაღლმა აგრესია გამოხატა მისი 6 წლის შვილის მიმართ. 

პოლიციის მაიორი შეეცადა, რომ მოეგერიებინა ძაღლი, რის გამოც იძულებული გახდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში სამსახურებრივი იარაღიდან განეხორციელებინა გასროლა.

ძაღლი გადაყვანილია ვეტერინარულ კლინიკაში. ფაქტთან დაკავშირებით შედგა შესაბამისი რეაგირების ოქმი და მიმდინარეობს მოკვლევა", - აცხადებენ შსს-ში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics