|
2016-03-12 16:20:11, 868 ნახვა
სამხედრო
სამთო მომზადების ზამთრის კურსი დასრულდა
ნატოს პროგრამის - "პარტნიორობა მშვიდობისათვის" (PfP) ფარგლებში საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი დღეს ოფიციალურად დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დახურვის საზეიმო ცერემონიალი პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში გაიმართა. ცერემონიას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეები დაესწრნენ. ცერემონიალის დასასრულს სწავლებაში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებმა კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები და სამკერდე ნიშნები მიიღეს. „საჩხერის სკოლის ინსტრუქტორებმა და ხელმძღვანელებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავისი კლასი. მომზადდა საერთაშორისო მსმენელებისგან შემდგარი კურსი, რომელზეც წარმოდგენილნი იყვნენ როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნები, ასევე აზერბაიჯანის, სომხეთის და თურქეთის წარმომადგენლები. სასიხარულოა, რომ ყველა სამხედრო მოსამსახურემ მშვიდობით და წარმატებით დაასრულა კურსი. რაც მთავარია, მათ შეიძინეს ცოდნა და უნარ-ჩვევები, რაც სამხედრო საქმიანობაში გამოადგებათ", - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. ზამთრის საბაზისო კურსი 21 თებერვალს დაიწყო და სამი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. სწავლება NATO-ს პროგრამის - "პარტნიორობა მშვიდობისათვის" ფარგლებში (PFP) განხორციელდა. ბაკურიანში გამართულ სამთო სწავლებაში თურქეთის, ლიტვის, ლატვიის, პოლონეთის, უკრაინის, სომხეთის და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 28 სამხედრო ზამთრის პირობებში სამთო საბაზისო უნარ-ჩვევებს დაეუფლა. მათ შორის სათხილამურო ტრასაზე თხილამურით სრიალი, მარშ-გადაადგილება და თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა. სამხედროებმა ასევე შეისწავლეს თოვლში უსაფრთხოების წერტილების გამოყვანა.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)