|
2025-03-24 15:20:59, 737 ნახვა
ეკონომიკა
დეკა დეველოპმენტი ვარკეთილში ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკი დეველოპერული ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „დეკა დეველოპმენტი“ ვარკეთილში ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 14 მილიონი დოლარია, ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 4 მილიონ დოლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტი გიორგი აბაშვილის #3-ში, ისთ ფოინთიდან 5 წუთის სავალზე, ხორციელდება და ის 22 სართულიანი სართულიანი სახლის მშენებლობას ითვალისწინებს. კომპლექსი ჯამში 308 ბინას, საპარკინგე სივრცეს, ბავშვთა გასართობ და მოსასვენებელ სივრცეს გააერთიანებს. მშენებლობა 2024 წლის ივნისში დაიწყო და 2026 წლის დეკემბერში დასრულდება. „საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესების მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. დეკა დეველოპმენტთან 2023 წლიდან ვთანამშრომლობთ და უკვე ორი პროექტი: დეკა ვერონა და დეკა გარემო განვახორციელეთ. აღსანიშნავია, ახალი პროექტის მშენებლობა უმაღლესი ხარისხის, ენერგოეფექტური მასალებით ხორციელდება, რაც მობინადრეებს კომუნალური დანახარჯების დაზოგვის შესაძლებლობას აძლევს. გარდა ამისა, პროექტის მიმდებარედ 16 ჰექტარზე რეკრეაციული სივრცე შენდება. კომპანია სამომავლოდ არაერთი დეველოპერული პროექტის განხორციელებას გეგმავს, მათ შორის გლდანსა და კრწანისში. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მათ. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ერეკლე ვაშაყმაძემ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)