|
2025-03-12 12:51:18, 713 ნახვა
სამართალი
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 23 პირი დააკავა, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის, ქვემო ქართლისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 23 პირი დააკავეს, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორია. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, აზერბაიჯანის, საფრანგეთის, მოლდოვას, რუსეთისა და ირანის მოქალაქეები. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღების, გასაღების მცდელობისა და გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1998 წელს დაბადებული გ.ა., 1983 წელს დაბადებული გ.კ., 1993 წელს დაბადებული თ.რ., 1987 წელს დაბადებული თ.კ., 1997 წელს დაბადებული დ.კ., 2001 წელს დაბადებული ნ.მ., 2000 წელს დაბადებული ო.დ. და წარსულში ნასამართლევი პირები 1987 წელს დაბადებული ა.ქ., 2000 წელს დაბადებული ნ.კ. ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1997 წელს დაბადებული რ.რ., 1992 წელს დაბადებული ა.ა., 1984 წელს დაბადებული მ.პ., 1979 წელს დაბადებული ე.ჰ. და 1998 წელს დაბადებული ა.ა. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე დაკავებულები არიან 1996 წელს დაბადებული ჯ.გ. და უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1999 წელს დაბადებული ს.გ., 1993 წელს დაბადებული ნ.ს., 2001 წელს დაბადებული ვ.კ., 1997 წელს დაბადებული ვ.კ., 1992 წელს დაბადებული რ.მ., 1989 წელს დაბადებული ს.მ., 1980 წელს დაბადებული ს.ე. და 1996 წელს დაბადებული ბ.პ. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „ჰეროინი“, „კოკაინი“, „მეტადონი“, „ალფა-პვპ“ და „მარიხუანა“ ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 262-ე, 19-273-ე პრიმა და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)