11:13 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-13 14:26:48, 389 ნახვა

საზოგადოება
გიგა სოფრომაძე - რეპრესიები საჯარო სამსახურსაც შეეხო, ეს აღარ არის ადამიანთა დაშინებისა და რეკეტის მცდელობა, არამედ მკვლელობაა

მთავრობის ადმინისტრაცია არის ის უწყება, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. რეპრესიები უკვე საჯარო სამსახურსაც შეეხო, - ამის შესახებ „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78-ე მუხლის" წევრმა გიგა სოფრომაძემ, მთავრობის ადმინისტრაციასთან განაცხადა.

მისი თქმით, ისინი 15 თებერვალს დაანონსებულ აქციას უერთდებიან და საჯარო მოხელეებს პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირებისკენ და აქციაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებენ.

„საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78-ე მუხლი" ვუერთდებით 15 თებერვალს დაგეგმილ მასშტაბურ მსვლელობას. ჩვენ მსვლელობას 18:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციიდან ვიწყებთ, რადგან მთავრობის ადმინისტრაცია არის ის უწყება, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. რეპრესიები აღარ არის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, უკვე ეს ყველაფერი საჯარო სამსახურსაც შეეხო. ჩვენ ვხედავთ, რომ საჯარო სამსახურის არაეფექტურ მუშაობას შედეგად მსხვერპლი მოჰყვება. ეს აღარ არის ადამიანთა დაშინებისა და რეკეტის მცდელობა, არამედ ეს უკვე მკვლელობაა. გაუქმდა საჯარო სამსახურის ბიურო, პარლამენტის კვლევითი ცენტრი და უქმდება ინსტიტუტები, რომლებიც ამ ქვეყანაში სამართლის დამკვიდრებას უწყობს ხელს. ეს პროცესი კი საზოგადოებაზე ცუდად აისახება. სისტემაში კრიზისია და ყველა საჯარო მოხელეს მოვუწოდებ, შემოგვიერთდნენ და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით", - განაცხადა გიგა სოფრომაძემ.

ცნობისთვის, დედაქალაქში საზოგადოებრივი ჯგუფების, არასამთავროვო სექტორისა და მოქალაქეების ჩართულობით 15 თებერვალს მასშტაბური აქცია იგეგმება. აქცია 18:00 საათზე ევროპის მოედანზე დაიწყება და აქციის მონაწილეები მსვლელობით, თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებს, ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სახის პერფორმანსებიც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics