|
2025-02-07 20:24:25, 501 ნახვა
საზოგადოება
მზია ამაღლობელი მედიკოსთა ჯგუფმა მოინახულა
“გამოხატულია საკმაოდ სისუსტე, მაგრამ კრიტიკული სასიცოცხლო ცვლილებები დაწყებული არ არის. მეტყველებს ჩვეულებრივად, ცოტა შენელებულად, ყველანარიად კარგად აზროვნებს. გადაადგილებაც შეუძლია, თუმცა ნელა.” – ამის შესახებ, კლინიკა „ვივა მედის“ დატოვების შემდეგ, ექიმი გასტროენტეროლოგი გიორგი გვილია, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით აცხადებს.
„ვთვლი, რომ მზია ამაღლობელი დროულად იყო კლინიკაში გადაყვანილი. რაც კეთდება, კეთდება სწორად. რა თქმა უნდა, საჭმელს არაფერს იღებს, ამიტომ მიდის შევსება მიკრო-მაკრო მედიკამენტებით. მადლობა იმისთვის, რომ ამას თვითონ არ აპროტესტებს და ძალიან კარგად ესმის. აბსოლუტურად ადეკვატურია. ლაპარაკობს მშვიდად, წყნარად. ძალიან დიდი ხანი ველაპარაკებოდით და ბოლოსკენ დაიღალა. თვითონ თქვა, რომ იყო უარესად და ახლა უკეთესად არის. პალატაში ვცდილობ სიარულს და დავდივარო. საპატიმრო დაწესებულებაში ამას უფრო ვაქცევდი ყურადღებასო. ცუდი ამბავი არის ის, რომ აუცილებლად უნდა საპატიმრო დაწესებულებაში დაბრუნება, რაც მიზანშეწონილი არ არის. მე ბოდიში მოვუხადე და ვთხოვე, შიმშილი შეწყვიტოს. არ შეწყვეტს შიმშილს, ეს გასაგებია, მაგრამ თუ შიმშილს არ შეწყვეტს, მაშინ უნდა იყოს კლინიკაში, კონტროლის ქვეშ იმიტომ, რომ ექიმები მოასწრებენ რეაგირებას შეუნარჩუნოთ არამარტო სიცოცხლე, არამედ მომავალში ინვალიდი არ გაგვიხდეს. ამ ეტაპზე ყველაფერი ხდება ადეკვატურად და სწორად. შიმშილის დროს გულ-სისხლძარღვთა სისტემიდან გამომდინარე როდის, რა დროს რომელი გართულება შეიძლება მოხდეს, არავინ იცის. რადგან საკვებს რეალურად არ იღებს“,- განაცხადა ელენე გიორგაძემ. შეგახსენებთ, საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მოშიმშილე ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექიმთა ჯგუფი შექმნა. აღნიშნულის მიხედვით, ექიმთა ჯგუფი მზია ამაღლობელის სამედიცინო დოკუმენტაციას შეისწავლის. ჯგუფი მოამზადებს დასკვნას და რეკომენდაციებს, რომელსაც სახალხო დამცველს წარუდგენენ. შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი 27-ე დღეა შიმშილობს. ის კლინიკა „ვივამედში“ სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით სამი დღის წინ გადაიყვანეს.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)