|
2025-02-07 18:53:22, 474 ნახვა
სამართალი
გიორგი ქადაგიძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო
7 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე მოსამართლე ნინო ენუქიძემ სამართალდამრღვევად ცნო და 2500 ლარით დააჯარიმა. მას პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ.
გიორგი ქადაგიძე სხდომის მიმდინარეობისას სიტყვით გამოვიდა და ისაუბრა, რატომ სურს მას საქართველოს დასავლური სამყაროს სრულფასოვად წევრად ხილვა. მათ შორის, ხაზი გაუსვა სამართლიანი სასამართლოს უფლებას:
გიორგი ქადაგიძე 2 თებერვალს თამარ მეფის ხიდის მიმდებარედ სანაპიროზე, თბილისი მოლიდან რუსთაველისკენ მიმავალ მსვლელობაზე დააკავეს. მას შემდეგ პატიმრობაშია. მსვლელობას „თბილისი მოლიდან“ მთელი გზის განმავლობაში პოლიციელთან მრავლობითი ჯაჭვი მიჰყვებოდა.
გიორგი ქადაგიძის ადვოკატები სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტას ითხოვენ, რადგან მიაჩნდათ, რომ საქმეში არათუ მტკიცებულებები არ არის, არამედ ის ქმედებაც კი არ იყო, რასაც ედავებოდნენ. იგივე თქვა გიორგი ქადაგიძემაც.
ის ამბობს, რომ პოლიციის მხრიდან მოწოდება არაფერზე ყოფილა, რადგან არც საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე მდგარა და არც უწმაწური სიტყვები გამოუყენებია. საქმეში არ დევს სამხრე კამერების ჩანაწერი.
გიორგი ქადაგიძის ადვოკატმა თქვა, რომ შსს-ს მოწმე პოლიციელები ცრუ მოწმეები არიან და ამ პრაქტიკას სასამართლო ახალისებს.
პროცესზე დაცვის მხარემაც გამოიძახა მოწმეები, რომლებმაც დაადასტურეს გიორგი ქადაგიძის ნათქვამი, რომ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია და არც პოლიციასთან ჰქონია შეხება, მსვლელობის არც ერთ ეტაპზე. შემაჯამებელ სიტყვაში, შსს-ს წარმომადგენელმა თავად დაადასტურა, რომ მათ მიერ წარმოდგენილ ვიდეომტკიცებულებებში არ ჩანს ქადაგიძის არც უწმაწური სიტყვები და არც წინააღმდეგობა, თუმცა ამავე დროს თქვა, რომ ეს ვიდეოები, აქციაზე რომ წვრილმან ხულიგნობას ჰქონდა ადგილი, ამას ადასტურებს. ამასთან, შსს-ის წარმომადგენელმა თქვა, რომ სამინისტროს ვიდეოკადრებში მხოლოდ დაკავების უშუალო მომენტია ასახული. ქადაგიძის ადვოკატმა საპირისპირო პოზიცია დააფიქსირა.
ის დარწმუნებულია, რომ სამხრე კამერები არსებობს, მაგრამ შსს-მ მიზანმიმართულად არ წარმოადგინა, რადგან იქ ჩანს ქადაგიძის უდანაშაულობა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)