|
2025-02-05 16:52:18, 400 ნახვა
საზოგადოება
„ვივამედი“ კვლევების შემდეგ გადაწყდება, დატოვებს თუ არა მზია ამაღლობელი კლინიკას
მზია ამაღლობელს აქვს წონის კლება, მაგრამ კონკრეტულ ციფრს ვერ დაგისახელებთ, დამოუკიდებლად გადაადგილდება, პაციენტი აბსოლუტურად ადეკვატურია, კონტაქტურია, დახმარების გარეშე, – ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა. მისი თქმით, მზია ამაღლობელის კვლევები გრძელდება, ის კონსულტირდება სხვადასხვა პროფილის ექიმის მიერ, კლინიკის დატოვების შესახებ რეკომენდაცია კვლევების შედეგებზეა დამოკიდებული. „მზია ამაღლობელი ჩვენს კლინიკაში გუშინ,17:00 საათზე შემოვიდა გეგმურად. მას წინასწარ დაგეგმილი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები ჩაუტარდა. კვლევის პროცესში გამოიკვეთა, რომ დამატებითი კვლევებიც გახდა საჭირო. გარდა ამისა, ის კონსულტირებულ იქნა სხვადასხვა სპეციალობის ექიმის მიერ. მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, შემდგომი გართულებების პრევენციის მიზნით, დამხმარე თერაპიული ღონისძიებების ჩატარება დაიწყო, რაზეც მან თანხმობა განაცხადა. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ თანხმობა განაცხადა. დეტალებზე მეტს ვერაფერს გეტყვით, დიაგნოზი იცით, ადამიანი 26 დღეა, შიმშილობს, თუ არ ვცდები. მას აქვს დიაგნოზიდან გამომდინარე დამახასიათებელი ჩივილები. არის წონის კლება, მაგრამ კონკრეტულ ციფრს ვერ დაგისახელებთ, დამოუკიდებლად გადაადგილდება, პაციენტი აბსოლუტურად ადეკვატურია, კონტაქტურია, დახმარების გარეშე“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ. მისი თქმით, მონიტორინგის პროცესი გრძელდება. „ამ პროცესში რაც გამოიკვეთება, თუ რაიმე დამატებითი კვლევა იქნება საჭირო, პაციენტს ყველაფერი ჩაუტარდება. ახლაც კონსულტირდება სხვადასხვა სპეციალისტის მიერ, დღის განმავლობაში ვნახავთ, ხვალ მდგომარეობას შევაფასებთ და გადაწყდება მისი შემდგომი მკურნალობა. დატოვოს თუ არა კლინიკა, ეს რეკომენდაცია დამოკიდებულია კვლევების შედეგებზე“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)