|
2025-02-05 12:01:55, 465 ნახვა
სამართალი
ადვოკატის თქმით, დიმიტრი ბიძინაშვილი პოლიციელებმა სავალ ნაწილზე იძულებით გადააგდეს
კოალიცია ცვლილებისთვის წევრის, დიმიტრი ბიძინაშვილის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, 2 თებერვალს, თბილისი მოლთან გამართულ აქციაზე ბიძინაშვილი პოლიციელებმა გზის სავალ ნაწილზე იძულებით "გადააგდეს". "ჩვენ მიერ მოპოვებულია უტყუარი მტკიცებულებები - ვიდეოკამერის ჩანაწერები, მათ შორის დრონით გადაღბული ჩანაწერი, სადაც ჩანს, დიმიტრი ბიძინაშვილი რამდენიმე ათეულ პოლიციელს როგორ გამოჰყავს ფაქტობრივად არასავალი ნაწილიდან, იძულებით აგდებს სავალი ნაწილისკენ და აიძულებს, რომ შუა გზაზე იდგეს. ასეთი ვიდეო არსებობს და ჩვენ ამას სასამართლოში წარვადგენთ". - ამბობს ბიძინაშვილის ადვოკატი. დიმიტრი ბიძინაშვილი 2 თებერვალს, თბილისი მოლთან გამართული აქციის დროს დააკავეს. რეჟიმი მას სხვა 7 პირთან ერთად სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავება - ბიძინაშვილს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)