|
2025-02-05 09:32:43, 380 ნახვა
სამართალი
პენიტენციური სამსახური მზია ამაღლობელის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური ჟურნალისტ მზია ამაღლობელის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ცალკეულ მედიასაშუალებებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს ფაქტების საწინააღმდეგოდ მიზანმიმართულად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მზია ამაღლობელი ამ დრომდე კლინიკაში რჩება და თანხმობას აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმ-სპეციალისტების მიერ რეკომენდირებული კვლევებისა და პროცედურის ჩატარებაზე. „სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ბრალდებულ მ.ა.-ს კლინიკა “ვივამედში” გადაყვანასთან დაკავშირებით. ბრალდებული მ.ა. სამოქალაქო სექტორის კლინიკა “ვივამედში” გადაყვანილია მისი თანხმობით, ანამნეზის შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად. ბრალდებულმა კლინიკაში მოთავსების შემდგომ დამატებით განაცხადა თანხმობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმ-სპეციალისტების მიერ რეკომენდირებული კვლევებისა და პროცედურის ჩატარებაზე. ბრალდებული მ.ა. ამ ეტაპზე, რჩება კლინიკაში დაგეგმილი სხვა ლაბორატულ-ინსტრუმენტული კვლევების ჩასატარებლად. განვმარტავთ, რომ განხორციელებული რეფერალის საჭიროების შესახებ ინფორმირებული იყო ბრალდებულის უფლებადამცველი. მოვუწოდებთ ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ ზემოაღნიშნული ფაქტების საწინააღმდეგოდ მიზანმიმართულად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)