10:24 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-04 11:59:23, 385 ნახვა

სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოში, იმერეთსა და შიდა ქართლში  3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. 

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, მოქალაქეს საცხოვრებელი სახლის ეზოში ლენტური ტიპის დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი ჰქონდა დამონტაჟებული. უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული იყო  წიფლის სახეობის სხვადასხვა ზომის 5 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგური სვირში, მოქალაქეს ცირკული ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქრო საკარმიდამო ეზოში ჰქონდა მოწყობილი.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სანებელში, საკარმიდამო ეზოში მოწყობილი ცირკული ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე კი, მოქალაქეს განთავსებული ჰქონდა წიწვოვანი სახეობის, დაახლოებით 1 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).

ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics