|
2025-02-04 11:27:26, 448 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკი IFC-მ „გლობალური ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ქალთა დაფინანსების მიმართულებით აღმოსავლეთ ევროპის გამორჩეულ ბანკად აღიარა
ბაზისბანკი, გლობალური ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (GTFP) ფარგლებში, აღმოსავლეთ ევროპის 2024 წლის ერთ-ერთ გამორჩეულ ბანკად დასახელდა ქალთა დაფინანსების მიმართულებით. აღნიშნული საერთაშორისო ჯილდო ბარსელონაში გამართულ IFC-ის წლიური გლობალური სავაჭრო პარტნიორების შეხვედრის ღონისძიებაზე მიიღო. ჯილდო ქალთა თანასწორობისა და ჩართულობის ხელშეწყობის მიმართ ბაზისბანკის მტკიცე ვალდებულების, ბანკის მიერ ქალებისთვის თანაბარი შესაძლებლობებისა და დაფინანსების ხელმისაწვდომობის აღიარებაა. „მუდმივად ვმუშაობთ ვაშენოთ მეტად პასუხისმგებლიანი ბანკი და სწორედ ამ მიზნით ვახორციელებთ რიგ ინიციატივებს, როგორიცაა ქალთა ფინანსური ჩართულობის გაზრდა, პასუხისმგებლიანი ფინანსური მხარდაჭერით. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა, რასაც ვაჭრობის დაფინანსებისა და ხელშეწყობის პროგრამის მეშვეობით ვახორციელებთ, აღიარებულ იქნა ჩვენი პარტნიორის, IFC-ის მხრიდან. ჩვენი მიზანია მხარი დავუჭიროთ ქალებს მათ საერთაშორისო ბიზნეს წამოწყებებში. მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ საერთაშორისო ბიზნესში ჩართულ ქალთა მხარდაჭერის ინიციატივების განხორციელებას, რაც ბანკის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია," - აღნიშნა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.
ბაზისბანკის შესახებ: საფინანსო ბაზარზე 30 წელზე მეტი წარმატებული ოპერირების გამოცდილებით, ბაზისბანკი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია. შვილობილი კომპანიების, „ბბ ლიზინგისა“ და „ბბ დაზღვევის“ მხარდაჭერით, 200 000-ზე მეტ ბიზნეს და საცალო კლიენტს სთავაზობს მათზე მორგებულ საბანკო, სალიზინგო და სადაზღვევო სერვისებს. ითვლისწინებს მდგრადი განვითარების პრიცნიპებს მის სტრატეგიაში, კულტურასა და ყოველდღიურ საქმიანობაში. IFC-ის შესახებ: IFC, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, უდიდესი გლობალური განვითარების ინსტიტუტია, რომელიც მხოლოდ კერძო სექტორზეა კონცენტრირებული. ინვესტიციების დაფინანსებით, საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე კაპიტალის მობილიზებით და ბიზნესისა და მთავრობებისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევით, IFC განვითარებად ქვეყნებს მდგრადი ზრდის მიღწევაში ეხმარება.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)