|
2025-02-04 10:28:18, 391 ნახვა
სამართალი
დღეს სასამართლო გიგი უგულავას მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე იმსჯელებს
ადმინისტრაციული წესით დაკავებული პოლიტიკოსის, გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომლის ჩატარების დროც ჯერ განსაზღვრული არ არის, უგულავას მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე უნდა იმსჯელონ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დროებითი მოთავსების იზოლატორში გუშინ მისმა ადვოკატმა, ირაკლი აბესაძემ, ასევე სახალხო დამცველმა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა მოინახულა. ადვოკატის თქმით, უგულავას მიმართ ფიზიკური ძალადობა განხორციელდა. ცნობისთვის, პოლიტიკოსი გიგი უგულავა 2 თებერვალს, „თბილისი მოლთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)