|
2025-01-31 15:46:27, 515 ნახვა
სამართალი
ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობა დამატებით, 3 თვით, 3 მაისამდე გაგრძელდა
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობა დამატებით, ისევ 3 თვით, 3 მაისამდე გაგრძელდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა მიიღო. სხდომაზე პროკურატურა სადიგოვის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადის კვლავ გაგრძელებას შუამდგომლობდა. სახელმწიფო ბრალმდებელი, ნანა ზაზუნაშვილი განმარტავდა, რომ პროკურატურას მიზანშეწონილად მიაჩნია, სადიგოვის პატიმრობა დამატებით, 3 თვით გაგრძელდეს. მისი თქმით, ექსტრადიციის გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრი იღებს და ახლა რელევანტური გარემოებების შესწავლა მიმდინარეობს. თუკი, მინისტრი მისი ექსტრადიციის გადაწყვეტილებას მიიღებს, აღნიშნულის აღსრულება 4 მარტამდე ვერ მოხდება. ამასთან, პროკურორის თქმით, ადმინისტრაციული წარმოება დასრულდა საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, მას უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე და ის თავშესაფრის მაძიებელ პირად არ ითვლება. ზაზუნაშვილის განმარტებით, პატიმრობის გარდა, სხვა ნაკლებად მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება ვერ უზრუნველყოფდა აღკვეთის ღონისძიების მიზნებს. პროკურორის განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის რისკები მომატებულია. აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატ ქეთი ჩუთლაშვილის განმარტებით, შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი. ადვოკატი შუამდგომლობდა სადიგოვის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლილიყო. ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი საქართველოში მიმდინარე წლის 3 აგვისტოს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კიდევ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული. აფგან სადიგოვს აზერბაიჯანში მიმდინარე გამოძიების საფუძველზე გამოძალვის ორ ეპიზოდს ედავებიან. სადიგოვი 12 სექტემბრიდან შიმშილობს, აღნიშნულის დაწყების მიზეზი მიგრაციის დეპარტამენტისგან თავშესაფრის მიღებაზე უარია.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)