|
2025-01-23 13:00:42, 424 ნახვა
საზოგადოება
„ჩვენ ვიცავთ ჩვენს უფლებებს“ - პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლები მდინარაძეს პასუხობენ
პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლები, რომლებმაც 21 იანვარს შეიტყვეს, რომ მათი სამსახური უქმდებოდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა მდინარაძეს პასუხობენ. პროევროპულ აქციებში მონაწილეობის გამო პოლიტიკოსმა ამ ცენტრის თანამშრომლების „ამორალურობაზე“ ისაუბრა. „პარლამენტის კვლევითი ცენტრის თუ ნებისმიერი სხვა უწყების თანამშრომელი აქ მთელი წლის განმავლობაში მუშაობს, რაღაცას აკეთებს და შემდეგ აქციიდან პარლამენტს ებრძვის. ჩემი აზრით, ეს ამორალურია ანუ შენი აღქმით რაღაც საზიზღარ რუსულ დაწესებულში ზიხარ, შენს აღქმაში მთელი დღის განმავლობაში პუტინს ემსახურები, მერე ქუჩაში გადიხარ და პუტინის მსახურებას გარედან აპროტესტებ..“ - თქვა მამუკა მდინარაძემ გუშინ, 22 იანვარს. საჯარო მოსამსახურეები, პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლები, სალომე ნატროშვილი, ნინი ლეჟავა, მარიამ ჩაჩუა პოლიტიკოსს ახსენებენ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში საჯარო დაწესებულებაში მუშაობისთვის ხელფასის მიღება არ უნდა გამორიცხავდეს თანამშრომლის უფლებების დაცვას. „ჩვენ, როგორც კვლევითი ცენტრის თანამშრომლები ვიცავთ ჩვენს უფლებებს და ვეწინააღმდეგებით განსხვავებული მოსაზრების ნიშნით ჩვენს დევნას ცენტრის ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის ან სხვა ფორმით, ვინაიდან მოსალოდნელი პროცესები, როგორც კვლევითი ცენტრის დირექტორის მიერ აღინიშნა, სწორედ ჩვენს საჯარო აქტიურობას უკავშირდება. ჩვენ გვაქვს როგორც პასუხები, ასევე კონსტიტუციური უფლებები, სამოქალაქო და პროფესიული ვალდებულებები. შესაბამისად, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა მექანიზმს, რათა დავიცვათ ჩვენი უფლებები და კეთილსინდისიერად შევასრულოთ ჩვენი სამოქალაქო და პროფესიული ვალდებულებები“, - წერია სალომე ნატროშვილის, ნინი ლეჟავასა და მარიამ ჩაჩუას ერთობლივ განცხადებაში.
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)