|
2025-01-14 21:38:46, 402 ნახვა
სამართალი
ბათუმში საპროტესტო აქციებზე დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდეს
ბათუმში, 14 იანვარს, სასამართლომ აქტივისტებისა და ჟურნალისტების საქმეზე გადაწყვეტილებები მიიღო. მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა 12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა ახალგაზრდა აქტივისტებს – ლუკა ნაცვლიშვილსა და ელიზბარ ჩხიკვაძეს. ისინი 13 იანვარს, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე ხალხმრავალ საპროტესტო აქციაზე დააკავეს. დღესვე, პარტია „დროას“ აქტივისტის შუშანა მაცაბერიძისა და მოქალაქე გიორგი კაკალაძის სასამართლოც გაიმართა. სასამართლომ გიორგი კაკალაძეს 10-დღიანი პატიმრობა, შუშანა მაცაბერიძეს კი 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ამავე პროცესზე 8-დღიან პატიმრობაში დატოვეს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ლევან ხორავა. სასამართლომ ასევე 12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა „ბათუმელების“ ოპერატორს, გურამ მურვანიძეს, რომელიც პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის, მითითებით. დაკავებულებს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. მოსამართლის გადაწყვეტილებები მძიმე შეფასებებს იწვევს. აქტივისტები სასამართლო პროცესებს „უსამართლოს“ უწოდებენ: „მოსამართლეები წინასწარ მიღებულ გადაწყვეტილებებს ასრულებენ. ისინი რეჟიმის დავალებებს ემორჩილებიან,“ – განაცხადა აქტივისტმა ლარა ქარცივაძემ. სასამართლო პროცესებზე ისმოდა შეძახილები: „მონებო“, „რუსებო“, ხოლო დაკავებულთა წინააღმდეგ პოლიციის მოწმეები იდენტურ ჩვენებებს იძლეოდნენ, რასაც საქმეში არსებული მტკიცებულებები ეწინააღმდეგებოდა. ამავე დღეს, სასამართლომ ორთვიან პატიმრობაში დატოვა „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელიც 11 იანვარს დააკავეს. საპროტესტო აქციებზე, რომლებიც 11-13 იანვარს ბათუმში გაიმართა, პოლიციამ საერთო ჯამში 20 პირი დააკავა.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)