14:39 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-14 13:40:52, 303 ნახვა

სამართალი
ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილებას მზია ამაღლობელის პატიმრობის შესახებ ხმაური მოჰყვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობის შეფარდებას ხმაური და პროტესტი მოჰყვა.

სასამართლო დარბაზში მყოფი ჟურნალისტები და მხარდამჭერები მოსამართლესა და პროკურორებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ, მათ შორის: „ივანიშვილის მონებო“, „რუსები ხართ“, „შეგრცხვეთ, ჟურნალისტებს რომ ციხეში უშვებთ“.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარემ გირაოს სახით 100 ათასი ლარის გამოყენება მოითხოვა, თუმცა ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

პროცესზე სიტყვით თავად ბრალდებულმა ისარგებლა და განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბის.

მზია ამაღლობელს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ჟურნალისტი თავდაპირველად ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში, იგი კვლავ დააკავეს პოლიციის დეპარტამენტთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ.

მომდევნო სასამართლო სხდომა 4 მარტს გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics