|
2025-01-14 09:34:31, 722 ნახვა
საზოგადოება
კიდევ ერთი საჯარო მოხელე თანამდებობას ტოვებს
ეს არის რეპრესიული ზომაა - ეს არის ან დაექვემდებარო ზემდგომის ხუშტურს, რაც ყოველთვის კორუფციის და ჩაგვრის წყაროა, ან მისდიო პროცედურას, კანონს და კონსტიტუციას. დღეს ეს კანონმდებლობა გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანს უქვემდებარებს ზემდგომს და უგულებელყოფს საჯარო სამსახურის კანონს - აცხადებს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში უკვე ყოფილი საჯარო მოხელე დავით ჩხეიძე, რომელიც თანამდებობას ტოვებს. ჩხეიძე იმ რეპრესიულ კანონმდებლობაზე საუბრობს, რომელიც არჩევნების შემდეგ, თვითგამოცხადებულმა ხელისუფლებამ მიიღო. ჩხეიძე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა საჯარო უწყებაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, ამბობს, რომ არასდროს ყოფილა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესების გამტარი, რაც ახლა, ახალი კანონმდებლობით შეუძლებელი ხდება.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)