|
2016-03-04 10:01:39, 696 ნახვა
ეკონომიკა
"თიბისი ბანკი" და "მთის კურორტების განვითარების კომპანია" მომხმარებლებს ახალ სერვისს "მულტიქარდის" შევსების ფუნქციას სთავაზობს
ზამთრის თავგადასავლების მოყვარულებს წელს “მთის კურორტების განვითარების კომპანია” და “თიბისი ბანკი” ახალ სერვისს, „მულტიქარდის“ შევსების ფუნქციას სთავაზობს. როგორც „ექსპრესნიუსს“ ბანკიდან აცნობეს, ახალი „მულტიქარდი“ მრავალჯერადი გამოყენების ბარათია, რომლის საშუალებითაც საბაგიროთი სარგებლობისას, გრძელ რიგში დგომა და საფასურის ადგილზე გადახდა აღარ მოგიწევთ. „მულტიქარდზე“ თქვენთვის სასურველი თანხის ჩარიცხვას ნებისმიერ დროს „მულტიფეის“ აპარატების, ასევე ვებ-გვერდის www.multi.ski საშუალებით შეძლებთ. უახლოეს მომავალში „მულტიქარდის“ ბარათებზე ანგარიშის შევსება თიბისი ბანკის მობაილ და ინტერნეტბანკითაც იქნება შესაძლებელი. „მულტიფეის“ აპარატი გუდაურში საბაგირო გუდაურას (გონდოლა) შესასვლელთან უკვე დამონტაჟდა . მისი საშუალებით მულტიქარდის ბარათზე ნებისმიერი ტიპის სასრიალო აბონემენტის ჩატვირთვა (ერთჯერადი და მრავალჯერადი გამოყენების ბილეთები) თიბისი ბანკის ვიზა ბარათით, მათ შორის უკონტაქტო სტიკერის გამოყენებითაა შესაძლებელი. უახლოეს მომავალში გუდაურში „მულტიფეის“ კიდევ ოთხი აპარატის დამონტაჟება იგეგმება. რაც შეეხება, “მულტიქარდს“, მისი ღირებულება 4 ლარს შეადგენს და ის ბაკურიანსა და გუდაურში მოქმედებს. მისი შეძენა ყველა მსურველს საბაგიროებთან მდებარე სალაროებში შეუძლია.
(R)
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)