|
2025-01-12 12:08:46, 464 ნახვა
საზოგადოება
სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დაკავებულები თბილისში და ბათუმში მოინახულეს
11-12 იანვრის ღამეს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისსა და ბათუმში დაკავებული 10 მოქალაქე მოინახულეს, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი და დაკავების დროს დაშავებული შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი. სახალხო დამცველის ინფორმაციით, დაკავებულთაგან ხუთი პირი პოლიციის მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის შედეგად, მას გულმკერდისა და თავის არეში ტკივილები აქვს, აღენიშნება ასევე ნაკაწრები ხელებზე. სამი დაკავებულის სურვილია დაიწყოს გამოძიება, რის შესახებაც სახალხო დამცველის აპარატმა უკვე აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რათა მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. დაკავებულების უმეტესობა მიუთითებს, რომ პოლიციელებმა არ განუმარტეს დაკავების საფუძველი და უფლებები. ოთხი დაკავებული ასევე საუბრობენ პოლიციის მხრიდან არაეთიკურ მიმართვასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს დაკავებულების მონახულებას და საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მიაწვდის.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)