10:11 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-14 01:26:38, 456 ნახვა

საზოგადოება
სურამის კვანძი-სოფ. ხევის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის

სურამის კვანძი-სოფ. ხევის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132- კმ150 (სურამის კვანძი - სოფ. ხევი) მონაკვეთზე, როგორს დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის მიმართულებით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება.  ამავე გზის კმ150-158 (ოკამი ბორითი) მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე,  მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე აღდგება.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერი თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ50-კმ158 (ოკამი-ბორითი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics