|
2024-12-10 15:29:29, 537 ნახვა
საზოგადოება
როგორ შევარჩიოთ კომპრესიული გეტრები?
კომპრესიულ გეტრებს გამოიყენებენ როგორც მამაკაცები, ისე ქალბატონები, რადგან ვარიკოზი საკმაოდ გავრცელებულია ორივე სქესის წარმომადგენლებში. კომპრესიული გეტრები ვენებზე არსებული პრობლემების დროს სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება. გარდა ამისა, კომპრესიული გეტრების ტარება ასევე ეფექტურია ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიისა და საკეისრო კვეთის დროს. ანტითრომბული წინდები ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას. ეს პროდუქტი უზრუნველყოფს ვენებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ხელს უშლის სისხლის შეგუბებასა და ახდენს დაავადების შემდგომი პროგრესირების პროფილაქტიკას.
სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს ვარიკოზის მოვლის საშუალებების მრავალფეროვან საშუალებებს სთავაზობს. საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების მიერ წარმოებული ეს პროდუქცია „ახალი ხედვის“ საფირმო მაღაზიებშია წარმოდგენილი. მათი ფასი 55 ლარიდან 335 ლარამდე მერყეობს. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი: • ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო კოლგოტი - გამოიყენება ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ. აჩქარებს ქვედა და ზედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას, ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში. კომპრესიული ტრიკოტაჟის მოქმედების მექანიზმი გათვლილია ვენის კედელზე რეკომენდებულ ზეწოლაზე. წინდა იცავს სისხლძარღვებს და ამცირებს მათ სანათურს. • მუხლამდე წინდა - გამოიყენება ვენების ვარიკოზული დაავადებისა და თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებად მოძრავი (მჯდომარე, მდგომარე) ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სუნის გაჩენას ტერფის არეში და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. • ანტი-თრომბოემბოლიური წინდა (მაღალყელიანი) - გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით. ასევე, ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიის და საკეისრო კვეთის დროს. ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას. სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვის” კომპრესიული გეტრების შეძენა, თბილისის გარდა, გორის, ბათუმისა და ქუთაისის ფილიალებშია შესაძლებელი. სასურველი პროდუქციის შეძენა ასევე შესაძლებელია ონლაინ რეჟიმშიც, ვებგვერდის მეშვეობით: akhalikhedva.ge
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)