|
2024-12-05 19:34:45, 303 ნახვა
სამართალი
ოხანაშვილი - უზენაესი სასამართლოს განაჩენი კეზერაშვილის დამნაშავედ ცნობაზე იყო დასაბუთებული და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ადგილი არ ჰქონია
სტრასბურგის სასამართლომ, საქმეზე „კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება მიიღო. როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, ანრი ოხანაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქართული ჯარისთვის განკუთვნილი დიდი ოდენობით თანხა გაფლანგა. მინისტრის თქმით, კეზერაშვილის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნას ადგილი არ ჰქონია.
აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლოს მითითებით, კეზერაშვილის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) პირველი პუნქტი, უზენაესი სასამართლოს ობიექტური მიუკერძოებლობის ნაკლებობის გამო. არ დარღვეულა მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) 1-ლი და მე-3 პუნქტები, უზენაესი სასამართლოს მიერ ქვედა სასამართლოების გამამართლებელი განაჩენის გაუქმებით.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)