14:58 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-03 19:42:16, 354 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - 22 წლის ბიჭის ყველა სასიცოცხლო პარამეტრი ნორმაშია, ხოლო 3 დეკემბრის მონაცემებით, 26 პაციენტია გადაყვანილი კლინიკებში

მხოლოდ 3 დეკემბრის მონაცემებით, 26 პაციენტია გადაყვანილი კლინიკებში სხვადასხვა სიმძიმით.- ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ. განუცხადა.

მისი თქმით, პრაქტიკულად, არცერთ შემთხვევაში არ არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფატალური ან მძიმე შედეგების მოლოდინია.

„როგორც მოგეხსენებათ, აქციების დაწყების დღიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური პრაქტიკულად შეუწყვეტლივ, მუხლჩაუხრელად შრომობს იმისთვის, რომ ყველა პაციენტისთვის იყოს უზრუნველყოფილი სამედიცინო დახმარება. ამ დრომდე, საბედნიეროდ, ამ ყველაფერს წარმატებით ართმევს თავს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური.

უკლებლივ ყველა პაციენტი, რომელსაც ესაჭიროება სამედიცინო დახმარება, ყველა ღებულობს ასეთ დახმარებას და ვისაც ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია, შესაბამისად ისინი თავსდებიან შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში.

ამჟამად სხვადასხვა ხარისხის და სხვადასხვა ტიპის დაზიანებებით შედიან სამედიცინო დაწესებულებებში, კლინიკებში პაციენტები. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მხოლოდ დღის, 3 დეკემბრის მონაცემებით, 26 პაციენტია გადაყვანილი კლინიკებში სხვადასხვა სიმძიმით. ბუნებრივია, ყველას გაეწია სათანადო მკურნალობა. პრაქტიკულად, არცერთ შემთხვევაში არ არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფატალური ან მძიმე შედეგების მოლოდინია“, - აღნიშნა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics