2016-02-29 17:36:58, 621 ნახვა
საზოგადოება
ზაზა გაბუნია ღრმაღელის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა
ღრმაღელის ქუჩის პირველ შესახვევს, კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება, - ამის შესახებ ნაძალადევის რაიონის გამგებელმა - ზაზა გაბუნიამ ადგილობრივ მოსახლეობას ღრმაღელის ქუჩაზე გამართულ შეხვედრაზე ესაუბრა.
მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში 2747 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ბორდიურები და ტროტუარები, გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციის პრობლემური მონაკვეთები. ადგილობრივების ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩაზე 40 წელზე მეტია სარემონტო სამუშაოები არ განხორციელებულა.
პროექტ „ ჩემი ნაძალადევის“- ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ზაზა გაბუნიამ გამგეობის სამომავლო გეგმებსა და მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა და ადგილობრივების პრობლემები მოისმინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან