21:09 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-30 14:30:30, 443 ნახვა

სამართალი
სპეციალური საგამოძიებო სამსახური: 28-30 ნოემბერს აქციაზე სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, მიმდინარე წლის 28-30 ნოემბერს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობის დროს, შემოსული შეტყობინებებისა და მედიით გაშუქებული ვიდეო კადრების საფუძველზე, სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო, - აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

„სამსახური, ცხელის ხაზის მეშვეობით, სახალხო დამცველის აპარატიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან 24 საათის განმავლობაში იღებს შეტყობინებებს, რასთან დაკავშირებითაც ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, გამოძიების შესწავლის საგანს, ასევე, წარმოადგენს მედიასაშუალებებით გასული ძალის გადამეტების ინდივიდუალური შემთხვევები.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები სწავლობენ გამოძიებისთვის მნიშვნელოვან მედიით გასულ ყველა კადრს და ეპიზოდს, ხვდებიან დაკავებულ პირებს, იზოლატორებსა და საგამოძიებო სამსახურში ტარდება გამოკითხვები, დაშავებულ აქციის მონაწილეებს და მედიის წარმომადგენლებს უტარდებათ და ჩაუტარდებათ სამედიცინო ექსპერტიზები, მიმდინარეობს სამედიცინო დაწესებულებებიდან დოკუმენტაციის გამოთხოვა", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics